"ბლუმბერგის" ცნობით, Facebook-ის მსოფლიო მასშტაბით გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის ქონება 6 მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა

Facebook, WhatsApp და Instagram, რომელიც თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო, ამუშავდა.

სამივე სერვისი "ფეისბუქს" ეკუთვნის და მათზე წვდომა ინტერნეტში და მობილურის აპლიკაციებში შეუძლებელი იყო.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური მიზეზი, რამ გამოიწვია პრობლემა.

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქმა" "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისი პროგრამები და სერვისები კვლავ იწყებდა მუშაობას.

”ადამიანები და ბიზნესები უზარმაზარ აუდიტორიაზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც ჩვენზეა დამოკიდებული - ვწუხვართ",- აღნიშნულია განცხადებაში.

"ბლუმბერგის" ცნობით, Facebook-ის მსოფლიო მასშტაბით გათიშვის გამო მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება 6 მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა. უმსხვილესი სოციალური ქსელის აქციების ფასი 4,9%-ით დაეცა. "ბლუმბერგის" მილიარდერთა სიაში ცუკერბერგმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლოს Facebook-ს მსგავსი მასშტაბის ხარვეზი ჰქონდა 2019 წელს. მაშინ Facebook-ი და მისი სხვა პროგრამები მიუწვდომელი იყო მთელს მსოფლიოში 14 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.