Microsoft-მა Windows 11-ი პრემიერამდე ერთი დღით ადრე გამოსცა

ოპერაციული სისტემა Windows 11 მომხმარებლებისთვის ოფიციალურ პრემიერამდე 1 დღით ადრე გახდა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი The Verge წერს.

Microsoft იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ახლახან შეიძინეს Windows 10-ზე მომუშავე მოწყობილობები, პირდება, რომ ისინი საკუთარი სისტემის განახლებას მარტივად შეძლებენ. თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სიახლე აბსოლუტურად ყველა მოწყობილობისთვის მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება პერსონალურ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებს, რომლებზეც დაყენებული იქნება Windows 11, გაყიდვაში 5 ოქტომბრიდან ჩაეშვება, ანუ იმავე დღეს, რა დღესაც გამოვიდა თავად სისტემა.

Windows 11-ში განახლება ეხება „სტარტ“ ინტერფეისს და ვიჯეტებს. ცვლილებები შეეხო ასევე პროგრამების დაყენების სერვისს Microsoft Store, Microsoft Teams-თან ინტეგრაციას და სხვა ფუნქციებს. მომდევნო რამდენიმე თვეში Microsoft-ის სპეციალისტები კიდევ ერთ სიახლეს გატესტავენ, ამჯერად მის თავსებადობას Android-თან.

კოკა კვირკველია