IATA 2022 წელს ავიაკომპანიებისთვის ზარალის კლებას პროგნოზირებს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA 2022 წელს ავიაკომპანიებისთვის ზარალის მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებს, რაც დაკავშირებულია დარგის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლით, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსის პანდემიით. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მისი ინფორმაციით, IATA-ს ბოლო პროგნოზით ავიაკომპანიის სუფთა ზარალი 2022 წელს 11,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. „ჩვენ გავიარეთ კრიზისის ღრმა ფაზა. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები კვლავ გადასაჭრელია, მოსჩანს გზა აღდგენისკენ“, - აცხადებს IATA-ს გენრალური დირექტორი უილი უოლში.

ამასთან, ინფორმაციაში დაზუსტებულია, რომ მიმდინარე წელს ავიაკომპანიების დანაკარგები 51,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად კი აპრილის პროგნოზი, რომ ზარალი 47,7 მილიარდი დოლარი იქნებოდა დაკორექტირდა ზრდისკენ. გარდა ამისა, ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანიებმა 2020 წელს 137,7 მილიარდით იზარალეს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კრიზისამდელ დონეს ავიამიმოსვლა 2024 წელს მიაღწევს.

კოკა კვირკველია