რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ქარხანაში სავარაუდოდ, არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.