რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ქარხანაში სავარაუდოდ, არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.