აშშ საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების ძალის პოზიციიდან წარმართვას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელი სავაჭრო მოლაპარაკებებში კეტრინ ტაი აცხადებს.
„სტარტეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ სიტყვით გამოსვლისას ტაიმ განაცხადა, რომ ამერიკა ამ პოზიციიდან საუბარს ამერიკელი მუშების, საწარმოების, ფერმერების და მწარმოებლების ინტერესების დასაცავად და საშუალო ფენის გასაძლიერებლად აპირებს.
„ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა წინასგან განსხვავებულია და ძალის პოზიციიდან დაელაპარაკება ჩინეთს. ჩვენ ამ დრომდე გვაწუხებს ჩინეთთან არასაბაზრო სავაჭრო პრაქტიკის არსებობა, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული ორმხრივი ვაჭრობის დარეგულირების შეთანხმების პირველი ფაზის დროს. ჩვენ ამ და სხვა ფართო პოლიტიკურ საკითხებს წამოვწევთ პეკინთან ურთიერთობისას, იმის მიხედვით, თუ როგორ მივაღწევთ პირველი ფაზის აღსრულებას. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენს ხელთ არსებული მთელი სპექტრის გამოყენებას და ახლის შემუშავებას ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მან.
ის თვლის, რომ აშშ-ს სჭირდება ახალი, გამიზნული და პრაგმატული მიდგომა ჩინეთთან ურთიერთობაში, რომელიც ნამდვილად შეძლებს ხელი შეუწყოს ამერიკის სტრატეგიული და ეკონომიკური მიზნების განხორციელებას, როგორც ახლო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.