სატვირთო ავტომობილების იმპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა - ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც სატრანსპორტო საშუალებები შემოდის

საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი იზრდება. მეტიც, მიმდინარე წელს, პანდემიამდე არსებულ ნიშნულსაც გადააჭარბა. კერძოდ, 2021 წლის 8 თვეში საქართველომ 10 158 ერთეული (78.8 მლნ აშშ დოლარი) სატვირთო შეიძინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5 978 ერთეული (44 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2019 წლის 8 თვეში - 6 458 (44.5 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა, თუმცა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს ჯერ კიდევ ჩამორჩება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 8 თვეში 70 645 ერთეული (547.5 მლნ აშშ დოლარი) სატვირთო ავტომობილი შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 62 499 ერთეული (536,9 მლნ აშშ დოლარი), 2019 წლის 8 თვეში კი - 101 399 ერთეული (712.9 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდულობთ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც მიმდინარე წლის 8 თვეში სატვირთო ავტომობილები შემოვიდა:

  • გერმანია - 3 875 ერთეული (19.1 მლნ აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდი - 1 380 ერთეული (4.7 მლნ აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 942 ერთეული (3.4 მლნ აშშ დოლარი)
  • იაპონია - 816 ერთეული (1.5 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელგია - 725 ერთეული (2.8 მლნ აშშ დოლარი)
  • იტალია - 387 ერთეული (9.7 მლნ აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 358 ერთეული (2.537 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 294 ერთეული (18 მლნ აშშ დოლარი)
  • აშშ - 277 ერთეული (1.9 მლნ აშშ დოლარი)
  • დანია - 111 ერთეული (576.7 ათასი აშშ დოლარი)

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის 8 თვეში მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა:

  • აშშ - 48 332 ერთეული (331.9 მლნ აშშ დოლარი)
  • იაპონია - 7 483 ერთეული (96.4 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 5 763 ერთეული (509 მლნ აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 1 336 ერთეული (3.7 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელგია - 1 083 ერთეული (3.8 მლნ აშშ დოლარი)
  • კორეა - რესპუბლიკა - 903 ერთეული (7.4 მლნ აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 869 ერთეული (1.5 მლნ აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდი - 700 ერთეული (2.3 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 538 ერთეული (9.3 მლნ აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 463 ერთეული (1.7 მლნ აშშ დოლარი)

ნინი ქეთელაური