„ფეისბუქი“ რამდენიმესაათიანი შეფერხების მიზეზს განმარტავს

„ფეისბუქის“ განმარტებით, გლობალური შეფერხება მაგისტრალური მარშრუტიზატორების (როუტერი) კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია.

„ქსელის ტრაფიკის ამ შეფერხებამ კასკადური ზემოქმედება მოახდინა მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციის გზაზე და შეაფერხა ჩვენი სერვისები”, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, „ფეისბუქი“ ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად კლიენტთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, Facebook, WhatsApp და Instagram, თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო.