Facebook- მა რეკლამის ღირებულებას დღგ-ს გადასახადი დაამატა - ყველაფერი, რაც ახალი რეგულაციის შესახებ უნდა იცოდეთ

2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში მდებარე მისამართებზე, ვისაც Facebook რეკლამით სარგებლობა სურს, დღგ-ს გადასახადი ემატება (18%). ამის შესახებ ინფორმაციას თავად პლატფორმა ავრცელებს.

“თუ თქვენი მისამართი მდებარეობს საქართველოში, Facebook-ის რეკლამის ღირებულებას ჩვენ დავუმატებთ დღგ-ს გადასახადს ადგილობრივი საანგარიშო განაკვეთის შესაბამისად, თუ:

მყიდველის (თქვენი) მისამართი მდებარეობს საქართველოში და თქვენ არ დაადასტურეთ, რომ იძენთ რეკლამას კომერციული მიზნებისთვის.“ - აღნიშნულია წესდებაში.

Facebook ასევე წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნაა ბიზნესის მიმართ, დარეგისტრირდნენ დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) და მათ სარეკლამო ანგარიშზე დღგ -ს რეგისტრაციის ნომერი დაამატონ. ამასთან, რეგისტრაციის კონკრეტული ბარიერები და რეგისტრაციის პროცესები ქვეყნის მიხედვით განსხვავდება და დეტალური ინფორმაციისთვის თქვენს ადგილობრივ საგადასახადო მრჩეველს უნდა მიმართოთ.

დღგ-ს გადასახადი დიდი ბიზნესის და კერძო ბიზნესის გარეკლამების შემთხვევაში განსხვავდება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

Facebook-ზე “დაბუსტვა“ შეძენა სხვა ქვეყნებშიც იბეგრება. ყველა ქვეყანაში დღგ-ს გადასახადის სხვადასხვა პირობები მოქმედებს. ესენია: ირლანდია, ევროკავშირი ან დიდი ბრიტანეთში, ინდოეთი, ავსტრალია, რუსეთი, კვებეკი, კოლუმბია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, კორეა, ახალი ზელანდია, სინგაპური, მალაიზია, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბელარუსი, ბარბადოსი, კანარის კუნძულები, ბანგლადეში, ჩილე, ნდონეზია, უზბეკეთი, კამერუნი, ზიმბაბვე, ეკვადორი, არგენტინა, კოსტა -რიკა, მოლდოვა, ბაჰამის კუნძულები, კენია, მექსიკა, ბრზილია, პარაგვაი, ახალი კალედონია, კანადა, ომანი, ტაჯიკეთი. ამ სიას ოქტომბრიდან უკვე საქართველო დაემატა.

თეონა რამაზაშვილი