საქართველოს ფოსტა მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ფოსტა მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ ვებ-გვერდზე არ ხორციელდება თანხის გადარიცხვა, შესაბამისად, მოსახლეობას საბანკო მონაცემების გაზიარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ფოსტა გაფრთხილებთ! ფოსტის ვებ-გვერდზე არ ხორციელდება თანხის გადარიცხვა. საქართველოს ფოსტა მოგიწოდებთ, არ გააზიაროთ თქვენი საბანკო მონაცემები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური