ე.წ. სეროპრევალენტური კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

ე.წ. სეროპრევალენტური კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, 8 ათასზე მეტი ადამიანი შეირჩა, სადაც კვლევები სამი მიმართულებით ჩატარდა. მისივე თქმით, კვლევის შედეგად ცნობილი გახდება რამდენი ადამიანი იყო აცრილი, ვინც კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა.

„ჩვენ დავასრულეთ დიდი კვლევა, ე.წ. სეროპრევალენტური კვლევა. ველი მიმდინარეობდა ივნისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, 8 ათასზე მეტი ადამიანი იქნა რანდომულად შერჩეული ქვეყანაში, სადაც კვლევები სამი მიმართულებით ჩატარდა. ჩვენ შევისწავლეთ ამ 8 ათას ადამიანში B და C ჰეპატიტის გავრცელება, ასევე კორონავირუსის გადატანილობა. გვაქვს ეს ინფორმაცია და სხვა "სეროპრევალენტური" კვლევებიც და ამ ინფორმაციას ალბათ, მომავალ კვირას საბჭოს მოვახსენებთ. ასევე გვაქვს ინფორმაცია გადატანილი ინფექციიდან რამდენი ადამიანია ქვეყანაში აცრილი, შესაბამისად, რამდენია საერთოდ აცრილი. ვფიქრობ, ინფორმაციას მომავალ სამშაბათს მოგაწვდით",- აღნიშნავს გამყრელიძე.