PepsiCo-მ აშშ-ს კვების ობიექტებზე სუფთა შემოსავლის ორნიშნა ზრდა დააფიქსირა

PepsiCo-მ წლიური შემოსავლების პროგნოზი გაზარდა. Reuters-ის ცნობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მათ შორის კინოთეატრებისა და რესტორნების გახსნამ კომპანიის გაზიან სასმელებსა და სასუსნავებზე მოთხოვნა გაზარდა.

უმსხვილეს და მთავარ ბაზარზე, აშშ-ში PepsiCo-ს მესამე კვარტლის შემოსავალი 7%-ით გაიზარდა, რაც კვების ობიექტებზე სუფთა შემოსავლის ორნიშნა ზრდამ და Mountain Dew-ის უალკოჰოლო სასმელებზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ასევე, 6%-ით გაიზარდა კომპანიის ბიზნესის, Frito-Lay North America-ს მესამე კვარტლის შემოსავალიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, პანდემიიდან მოყოლებული, მარილიან სასუსნავებზე კვლავ დიდი მოთხოვნაა.

4 სექტემბერს დასრულებულ კვარტალში სუფთა შემოსავალი 11,6%-ით, 20,19 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც Refinitiv-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 19,39 მლრდ დოლარზე მეტია. კომპანიაში მიმდინარე წელს ორგანული შემოსავლის 8%-იან ზრდას პროგნოზირებენ, რაც, ასევე, წინა, 6%-იანი ზრდის პროგნოზზე მეტია.

აგვისტოში PepsiCo-მ ჩრდილო ამერიკაში წვენის ბრენდ Tropicana-ს 3,3 მლრდ დოლარად გაყიდვაზე გარიგება გაახმიანა. კომპანიის პრემარკეტული აქციები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ