მსოფლიო ბანკი 2022 წელს ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი 2022 წელს ევროზონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს, მას შემდეგ, რაც წელს სერიოზული ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშში, რომელიც აღნიშნულ რეგიონებს ეხება.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული განსაცვიფრებელი ეკონომიკური ზრდა გახდა მასტიმულირებელი და წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაფიქსირდება 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების აზრით, წლევანდელი ზრდა პირველ რიგში განპირობებული იყო ექსპორტის აღდგენის მაღალი ტემპებით, ფასებისა და მოთხოვნის ზრდით, ასევე ვაქცინაციის მაღალი ტემპით.

„ხელშემწყობ ფაქტორებს შორის ასევე აღსანიშნავია ხელისუფლებების მიერ მიღებული ეკონომიკის მხარდამჭერი სხვადასხვა პაკეტები. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება შენელდეს რეგიონში და დანარჩენ მსოფლიოში სხვა სახის შტამების ფართოდ გავრცელების გამო, რომელმაც შეანელა შიდა მოთხოვნის აღდგენის პროცესი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის პროგნოზით, 2022 წელს რეგიონში 3,4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.