დავით ნარმანია: თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება

თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომელიც "სითი პარკის" კონკურენტი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი თქმით, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის დოკუმენტზე მუშაობა თბილისის მერიამ უკვე დაასრულა. რაც შეეხება "სითი პარკს" დავით ნარმანიას თქმით, მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. "ჩვენ უკვე დღე-დღეზე ველოდებით დასკვნას, რომელსაც ჩვენი დაქირავებული კომპანია წარმოგვიდგენს. რაც შეეხება მრავალსართულიანი პარკირების სისტემას, ის იქნება ერთგვარი კონკურენტი "სითი პარკის", ანუ სხვა დაინტერსებულ კერძო კომპანიებს მიეცემათ შესაძლებობა, რომ მრავალსართულიანი პარკირება ააშენონ და ეს მათთვის, როგორც ბიზნეს პროექტი, საინტერესო იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.