ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 075 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 075 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 993 154 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%, სრულად ვაქცინირებულია 843 289 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.5 %.

მათივე ცნობით, 6 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში საქართველოში 1 826 786 აცრაა ჩატარებული.