მთავრობა 2022 წელს 4.4 მლრდ ლარის ვალს აიღებს

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ხელისუფლება 4.4 მლრდ ლარის ვალის აღებას გეგმავს.

უფრო კონკრეტულად, მომავალ წელს მთავრობა შიდა ვალის სახით 1.3 მლრდ ლარს აიღებს. საინვესტიციო კრედიტების მიმართულებით ხელისუფლება 1,903 მლრდ ლარის აღებას გეგმავს. საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი 1.2 მლრდ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1.230 მლრდ ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა დაახლოებით 3.173 მლრდ ლარი იქნება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, 8 თვეში საქართველოს მთავრობამ უკვე 3.481 მლრდ ლარის სესხი აიღო. 2021 წლის 8 თვეში ვალდებულებების ზრდის წილობრივი მაჩვენებელი ბიუჯეტის შემოსულობების 30.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9.7%-ს შეადგენს.

ნოდარ სირბილაძე