ფრანგები საკვების საყიდლად გერმანიაში გადადიან

ფრანგული საკვები პროდუქტები, ევროკავშირის სახვა ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით, სუპერმარკეტებში, საშუალოდ, 15%-ით ძვირია. ამის შესახებ ფრანგულ ტელეარხ TF1-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არის ნათქვამი.

პორტალ FreshPlaza-ს შეფასებით, ფასების სხვაობის მიზეზი საფრანგეთში წარმოებული საკვები პროდუქციის უკეთესი ხარისხი და შრომის მაღალი ანაზღაურებაა.

თუმცა, პორტალის ინფორმაციით, მაღალი ფასების გამო, გერმანიის საზღვრის პირას მცხოვრები ფრანგი მომხმარებლები საყიდლებისთვის საზღვრის მეორე მხარეს გადადიან. მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ფასებს შორის სხვაობა 27%-ია. ფრანგები ამბობენ, რომ საკვები პროდუქტები გერმანიაში გაცილებით იაფია და საზღვარზე გადასვლა ნამდვილად უღირთ.

„აშკარაა, რომ გერმანიაში უფრო მეტი ფასდაკლების ჰიპერმარკეტია, ვიდრე საფრანგეთში, რომელიც სუპერმარკეტების ქვეყანაა. საფრანგეთში მაღაზიების არჩევანი გაცილებით ფართოა და 20 000 სუპერმარკეტის ბმული არის რეგისტრირებული, გერმანიაში კი მხოლოდ 1000-დან 1500-მდე ჰიპერმარკეტი მოქმედებს,“ - აცხადებს მომხმარებლებისა და დისტრიბუტორთა ორგანიზაცია LSA-ს დირექტორი, ივ პიუჟე.

ფასების საბოლოო მაჩვენებელს, პროდუქციის ფართო არჩევანის გარდა, შრომის ხარჯებიც განაპირობებს, რაც საფრანგეთში გაცილებით მაღალია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ