Ryan Strategic Advisory - საქართველო მიმზიდველი ადგილმდებარეობაა ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით

საქართველო მიმზიდველი ადგილმდებარეობაა ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით, - ამის შესახებ „Ryan Strategic Advisory“ საკუთარ ანგარიშში წერს. აღნიშნულ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „Invest in Georgia“-ს თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, „Ryan Strategic Advisory“ ევროპის ბიზნეს სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი.

„ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების „Outsourcing“-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა „Concentrix“; „Majorel“ და „EPAM“, - ნათქვამია ინფორმაციაში.