ტინა ტერნერმა საავტორო უფლებები BMG Entertainment-ს მიყიდა

ხმის ჩამწერმა კომპანიამ BMG Entertainment-მა ამერიკელი მომღერლის ტინა ტერნერის მუსიკალურ ნაწარმოებებზე უფლებები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლეიბლი ავრცელებს.

„BMG სიამაყით აცხადებს, რომ შეიძინა უფლებების ფართო პაკეტი როკ’ნ’როლის დედოფლის ტინა ტერნერის ნაწარმოებებზე“, - წერია განცხადებაში.

შეთანხმების შესაბამისად ტერნერი გადასცემს კომპანიას უფლებას, გამოიყენოს ყველა მისი სიმღერა და ასევე მისი ავტორობით შექმნილი სიმღერა, ასევე მისი გამოსახულება და სახელი.

მომღერლის კომპოზიციების კატალოგი, რომელიც BMG-იმ შეიძინა შედგება 10 სტუდიური, ორი საკონცერტო, ორი საუნდტრეკ და 5 კომპილაციური ალბომისგან. კონტრაქტის ფინანსური მხარე არ ხმაურდება. განცხადებაში წერია, რომ ტერნერის ხმის ჩამწერ სტუდიად კვლავ რჩება Warner Music Group.

ცნობისთვის, ტინა ტერნერის პირველი სტუდიური ალბომი Tina Turns the Country On! 1974 წელს გამოვიდა, მომღერალს 40-წლიანი წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა, ის არაერთი გრემის მფლობელია და შეყვანილია Rolling Stone-ის “მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი მომღერლების ასეულში“.

კოკა კვირკველია