ევროკავშირმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე ექსპორტზე 800 მილიონი დოზა ვაქცინა გაიტანა

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა მსოფლიოს 130 ქვეყანაში ექსპორტზე 800 მილიონი დოზა ვაქცინა გაიტანა და კიდევ 500 მილიონი საჩუქრად გასცა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ერთგულია პრინციპის, რომ პანდემიასთან ბრძოლა უნდა მოხდეს გლობალური ძალისხმევით. ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ვაქცინების მიწოდებაში ინტენსიურ კავშირშია მის საკვანძო პარტნიორებთან, კერძოდ კი აშშ-სთან.

კოკა კვირკველია