როგორი იქნება პარკი ბახმაროში, რომლის მშენებლობაც 1.294 მილიონი ლარი ჯდება (+ფოტო)

2022 წელს ბახმაროს ახალი თემატური პარკი უნდა ჰქონდეს. მისი მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს 1 293 996 ლარი უჯდება, სამშენებლო სამუშაოებს კი შპს ქართლი ახორციელებს.

ცნობისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი, თემატური პარკის მოსაწყობად ტენდერი 2020 წელს ორჯერ გამოაცხადა, პირველად ივლისში, მეორედ კი უკვე სექტემბერში. შესყიდვის სავარაუდო ღორებულება 1 373 777 ლარს შეადგენდა. ბოლო ტენდერში წინადადებება 2-მა კომპანიამ - ინშაათ საქართველო Inshaat Georgia-მ (1 300 334 ლარი) და „ქართლმა“ (1 294 000) წარადგინა. საბოლოოდ ტენდერში შპს ქართლმა გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, საერთო ფართია დაახლოებით 13 805,00 კვ.მ. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, საგამოფენო სივრცე, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ხელშეკრულება კომპანიასთან 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა, შესაბამისად, გამოდის, რომ „ქართლმა“ თემატური პარკის მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს. ბახმაროში პარკის მშენებლობა კომპანიას უკვე დაწყებული აქვს, სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხარებელმა, გრიგოლ მახარაძემ ამის დამადასტურებელი ფოტო 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

რაც შეეხება შპს ქართლს, ის 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც არის გოვენ რუბაშვილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო

baxxx-1633593657.png

როგორი იქნება პარკი

baxmaropoooo.jpgbaxmaro4.jpg

baxmaro.jpgbaxmaro.jpgbaxmaro1.jpgbaxmaro3.jpg