2022 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 3.11, ხოლო ევროს - 3.65 ლარის ნიშნულზე ჩაიდო

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 3.11, ხოლო ევროს - 3.65 ლარის ნიშნულზე ჩაიდო.

პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2022 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 35,134.1 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 28,068.8 მლნ ლარის, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 7,065.3 მლნ ლარის ოდენობით იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 2021 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით: 1 EUR = 3.6532 GEL; 1 USD = 3.1179 GEL.