კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ მუშაობს საბავშვო ბაღები:#100, #72, #145, #45, #75, #86, #186, #15, #173, #38, #10, #74, #53, #135.

5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.

აღნიშნული ბაღები ეტაპობრივად 4,5 და 6 ოქტომბერს დაიხურა და ყველა მათგანი მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს.