Volvo 500 000-მდე ავტომობილს დეფექტური უსაფრთხოების ბალიშების გამო უკან იწვევს

კომპანიამ Volvo მასშტაბური გაწვევის პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომელიც შეეხება 460 769 ავტომობილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საუბარია 2000-2009 წლებში გამოცემულ სედანებზე S60 და S80, რომლებზეც დაყენებულია AutoLiv-ისა და ZF-ის ბრენდის უსაფრთხოების ბალიშები. სპეციალისტების განცხადებით, სისტემის გაუმართაობას შეუძლია სერიოზული ტრავმები გამოიწვიოს როგორც მძღოლის, ასევე მგზავრების, მათ შორის არაა გამორიცხული ლეტალური შედეგიც დადგეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2000-2009 წლებში შვედები სედანებში S60 და S80 იყენებდნენ შვედური AutoLiv-ისა და გერმანული ZF-ის მიერ წარმოებულ უსაფრთხოების ბალიშებს. სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული კომპონენტები, გაზრდილი ტენიანობის პირობებში, დროთა განმავლობაში ირღვევა და ქმნის მტვრის მცირე ნაწილაკებს, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს პიროპატრონის მუშაობაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე დაფიქსირდა ამ უსაფრთხოების ბალიშების არაკორექტულად ამუშავების შემთხვევები, რამაც გამოიწვია სიკვდილი.

აღსანიშნავია, რომ იმ ავტომობილების უმეტესობა რომლებიც ექვემდებარება გაწვევას, რეალიზებულია შტატებში.

კოკა კვირკველია