გამყრელიძე- ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 43 000 დოზაა შემოსული, ვაქცინაციის პროცესი კი რამდენიმე დღეში დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოსულია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა, ვაქცინაციის პროცესი კი, რამდენიმე დღეში დაიწყება.

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თუ რა პერიოდშია გრიპის ვაქცინა ნებადართული, გამყრელიძე პასუხობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, 43 000 დოზა ქვეყანაში შემოსულია, წელს სახელმწიფომ მთლიანად 200 000 ვიყიდეთ. სულ მალე, 2-3 დღეში დაიწყება ვაქცინაცია 3 პრიორიტეტული ჯგუფისთვის, ეს გახლავთ- სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. 25 ოქტომბერს დანარჩენ 160 00 დოზას ველოდებით, შემდეგ ეს განივრცობა უკვე ბავშვებზე, ქრონიკულ დაავადებებზე და ა.შ.

CDC-ის რეკომენდაციით, ერთ დღეს შეიძლება ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს როგორ მოხდება. დღევანდლამდე რეკომენდაციაა, რომ თუ რომელიმე ვაქცინა გაკეთებული გაქვს, 14 დღის შემდეგ შეგიძლია მეორე ვაქცინის გაკეთება“, - განაცხადა გამყრელიძემ.