გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტმა „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტმა, STIKO-მ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 70 წელს გადაცილებული პირების აცრის რეკომენდაცია გასცა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ამასთან, უწყების რეკომენდაციით, ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა შესთავაზონ მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან პირდაპირ კონტაქტში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ამ დრომდე „ბუსტერ“ დოზის გამოყენება რეკომენდებული იყო მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.

გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც „ჯონსონის“ ვაქცინით აიცრნენ, mRNA („ფაიზერი“, „მოდერნა“) ვაქცინის მეორე დოზა უნდა შესთავაზონ, ვინაიდან „ჯონსონის“ ვაქცინას ეფექტურობა ვირუსის „დელტა“ ვარიანტის მიმართ შემცირებულია.

STIKO-ს რეკომენდაციები დამტკიცებამდე ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უნდა განიხილონ.