Apple ავტომობილის iPhone-დან მართვის ფუნქციას შექმნის

კომპანია Apple აპირებს შექმნას ტექნოლოგია IronHeart, რომელიც iPhone-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს, სმარტფონიდან მართონ ავტომობილის ფუნქციები. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია მძღოლებს საშულებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა ავტომობილის სალონსა და მის გარეთ არსებულ ტემპერატურაზე და ტენიანობაზე, ასევე მართონ ავტომობილის კლიმატ-კონტროლის სისტემა სმარტფონის საშუალებით.

გარდა ამისა, iPhone-ის დახმარებით მძღოლები შეძლებენ ავტომობილის აუდიოსისტემის ხმოვანი ფუნქციის, სავარძლების მდგომარეობის მართვას და სპიდომეტრის, ტახომეტრის და საწვავის მთვლელის გაკონტროლებას.

კოკა კვირკველია