ილონ მასკი - Tesla-მ მზის ელემენტების კუთხით სერიოზულ პროგრესს მიაღწია

კომპანიამ Tesla სერიოზულ პროგრესს მიაღწია მზის ელემენტების შექმნაში, რომელიც სახლების სახურავებზე ყენდება. ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„სინამდვილეში ჩვენ გვაქვს სწრაფი პროგრესი მზის ელემენტების კუთხით. მზის ენერგია ახლა მასში სწრაფად აკუმულირდება. რაც შეეხება მონტაჟის სისწრაფის პროგრესს, ის იმდენად განვითარდა, რომ უკვე ვფიქრობთ საერთოდ გვჭირდება კი სარეკლამო კამპანია ამ მიმართულებით?“, - განაცხადა მან.

Tesla-ს მზის ელემენტების სახურავის ფასი 1000 კვადრატულ მეტრზე 45,000 დოლარი ჯდება. კრიტიკოსების შეფასებით Tesla Solar Roof 48.9%-ით ძვირი ღირს ჩვეულებრივ სახურავზე და ამავდროულად სახლის საჭიროების მხოლოდ 2.79% ენერგიას ზოგავს, ეს კი მარტივ ენაზე ნიშნავს, რომ Solar Roof -ში იხდით 50%-ით მეტს და იღებთ 97%-ით ნაკლებ ეკონომიას.

ცნობისათვის, ილონ მასკმა Tesla 2003 წელს დააარსა. თავიდან ის იწოდებოდა როგორც Tesla Motors, თუმცა შემდეგ გადაირქვა სახელი Tesla. თავიდან კომპანია მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე იყო სპეციალიზირებული, თუმცა მოგვიანებით დაიწყო მზის ელემენტების წარმოებაც, დღეისათვის ის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა შტატებში სახლებისთვის მზის ელემენტების პანელების წარმოებაში.

კოკა კვირკველია