რუსეთში მუსლიმებისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონები იყიდება

რუსეთში მუსლიმებისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონების გამოშვება დაიწყეს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ტელეფონში ჩამონტაჟებულია ნამაზების მაღვიძარა, რომელიც მომხმარებელს დღეში ხუთჯერ შეახსენებს ლოცვის დროის მოახლოებას. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში ასევე ჩატვირთულია ყურანი არაბულ და რუსულ ენებზე.

მუსლიმებისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონი ისლამის ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი - მწვანე, ალისფერი და შავი. ტელეფონის კორპუსს კი აღმოსავლური სტილის ოქროს ორნამენტი ამშვენებს. აპარატი ასევე განსაზღვრავს მფლობელის გეოგრაფიულ მდებარეობს და შეატყობინებს მას, რომელ მხარეს მდებარეობს მექა.