სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პანდემიურ, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პროცენტით).
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით ანუ 61.5 ლარით გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა.