ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე თვეში იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გრიპის ვაქცინა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის თვეში იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სეზონური გრიპის ვაქცინის 200 ათას დოზას ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს მოქალაქეებს მიაწვდის. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, კერძო სექტორი თავის მხრივ თავის წილ პასუხისმგებლობას ატარებს. ოქტომბრის თვეში ჩვენი მოქალაქეებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება“,- განაცხადა ტიკარაძემ.