ტიკარაძე - ეპიდვითარება საყურადღებოა - ძალიან სამწუხაროა, რომ ვაქცინაციის რიცხვის საკმაოდ მასშტაბური კლება გვაქვს

ეპიდვითარება არის საყურადღებო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი მომატებულია, რაც ეტაპობრივად აისახება ვირუსის გავრცელებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახეზე გვაქვს ვაქცინაციის რიცხვის საკმაოდ მასშტაბური კლება, რაც ძალიან სამწუხაროა.

,,მნიშვნელოვნად რჩება როგორც ვაქცინაცია, ასევე იმ რეგულაციების მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის მოწოდებული. აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც ძალიან სამწუხაროა, სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება. დღეს გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები და მერები. მნიშვნელოვანია მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო საკმარისი მასშტაბით ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში, თუ სად არის კრიტიკული რაოდენობა ვაქცინირებული ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ ერთობლივად მნიშვნელოვანია გაიმართოს ყველა საველე სამუშაო, რომლის დახმარებით უკვე მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებშიც“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.