1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  3.1298  ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1298 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1298 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1449 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0151 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6193 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6349 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.