ყველაზე პოპულარული ტოპ-10 ხილ-ბოსტნეული, რომელიც საქართველოში შემოდის

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსმა“ შეადგინა იმ ხილისა და ბოსტნეული ათეული, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში.

2021 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 ბოსტნეული:

ახალი ან გაცივებული თავიანი ხახვი და ხახვი-შალოტი - 20 815 ტონა (6.427 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული პომიდორი - 13 943 ტონა (4.206 მლნ აშშ დოლარი)

ახალი საზამთრო - 10 458 ტონა (940.9 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული არასათესლე კარტოფილი - 9 017 ტონა (1.335 მლნ აშშ დოლარი)

ახალი და გაცივებული კიტრი და კორნიშონები - 5 283 ტონა (1,604 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული ბადრიჯანი - 5,173 ტონა (3.232 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული სტაფილო და თალგამი - 4,155 ტონა (761.2 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული Capsicum ან Pimenta გვარის ნაყოფები (წიწაკა) – 2,812 ტონა (632.0 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი - 2 173 ტონა (234.4 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ან გაცივებული ნიორი - 805 ტონა (389.4 ათასი აშშ დოლარი)

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 ხილი:

ახალი ან ხმელი ბანანები - 18 733 ტონა (12.312 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ან ხმელი ფორთოხალი - 6 385 ტონა (3.145 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ვაშლი - 3 963 ტონა (1.305 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ან ხმელი ლიმონი (Citrus limon, Citrus limonum) და ლაიმა (Citrus aurantifolia, Citrus latifolia) – 2 743 ტონა (1.133 მლნ აშშ დოლარი)

ახალი ან ხმელი მანდარინი - 2 305 ტონა (1.349 მლნ აშშ დოლარი)

ახალი მარწყვი და ხენდრო - 1 226 ტონა (361.9 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ან ხმელი გრეიპფრუტი - 1 218 ტონა (558.3 ათასი აშშ დოლარი)

ახალი კივი - 925 ტონა (414.8 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ყურძენი - 907 ტონა (839.1 ათასი აშშ დოლარი)

ახალი ან ხმელი ანანასი - 769 ტონა (747.9 ათასი აშშ დოლარი)

ნინი ქეთელაური