ტურიზმი შესაძლოა, 2022 წელსვე აღდგეს

საინვესტიციო კომპანია G&T-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ტურიზმის სექტორი აღდგენის ტენდეციით ხასიათდება. კომპანია აცხადებს, რომ მომავალ წელს ტურიზმის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება და შესაძლოა, 2022 წელს ტურიზმი საქართველოში 2019 წლის დონეს დაუბრუნდეს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 883 131 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.9%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 74.4%-ით ჩამოუვარდება. გასულ წლის 8 თვეში საქართველოს ტურისტული მიზნით 919 391 ადამიანი ეწვია, ხოლო 2019 წელს დაახლოებით 3,451 მლნ ტურისტი.

ნოდარ სირბილაძე