ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება - სად ყიდულობს საქართველო პროდუქტს

საქსტატის ცნობით, 2021 წელის პირველ რვა თვეში საქართველოში 2.456 მლნ დოლარის 875.5 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.772 მლნ დოლარის 686.2 ტონა. მონაცემები მზარდია 2019 წელთან შედარებითაც. პანდემიამდელ წელს საქართველომ 1.769 მლნ დოლარის 679 ტონა ყველი და ხაჭო იყიდა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წელს საქართველომ პროდუქტი შეიძინა:

  • უკრაინა - 638.9 აშშ დოლარის 241 ტონა
  • რუსეთი - 420 ათასი აშშ დოლარის 237 ტონა
  • თურქეთი - 279.6 ათასი აშშ დოლარის 98 ტონა
  • სომხეთი - 224.85 ათასი აშშ დოლარის 93 ტონა
  • გერმანია - 223.99 ათასი აშშ დოლარის 53.3 ტონა
  • საფრანგეთი - 220.8 ათასი აშშ დოლარის 33.8 ტონა
  • ბელარუსი - 117.61 ათასი აშშ დოლარის 40. 9 ტონა
  • პოლონეთი - 103. 1 ათასი აშშ დოლარის 25.8 ტონა
  • დანია - 81.6 ათასი აშშ დოლარის 16.8 ტონა
  • გაერთიანებული სამეფო - 75.7 ათასი აშშ დოლარის 20.4 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს, საქართველო მხოლოდ 21 ათასი აშშ დოლარის ყველი და ხაჭო გაყიდა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი.

თამარ მუკბანიანი