Antilia –  როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული რეზიდენცია, სადაც მილიარდერი მუკეშ ამბანი ცხოვრობს

ბიზნეს მაგნატი მუკეშ ამბანი ბუკინგემის სასახლის შემდეგ მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო რეზიდენციას ფლობს.

სრულყოფილებითა და სიზუსტით აგებული Antilia მუმბაის ცენტრში მდებარე თვალშისაცემი კოშკია. იგი ისეთივე გრანდიოზულია, როგორც ჟღერს, მის სანახავად ხალხი ინდოეთში მთელი მსოფლიოდან ჩადის.

ანტილიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მილიარდერი, მსოფლიოში გავლენებით ცნობილი მუკეშ ამბანი და მისი ოჯახი ცხოვრობს. კოშკი 24 საათის განმავლობაში საგანგებო უსაფრთხოების ქვეშ იმყოფება.

agtye3q-1633703270.jpg

ასიმეტრიული სილამაზე

ძნელია ანტილია ვერ შეამჩნიო. როგორც India Today აღნიშნავს, შენობის სახელი იდუმალი კუნძულიდან მომდინარეობს, რომელიც ატლანტის ოკეანეში მე-15 საუკუნეში აღმოაჩინეს.

სახლი ორი წლის განმავლობაში, ჩიკაგოში დაფუძნებული არქიტექტურული ფირმის Perkins + Will მიერ შენდებოდა. ხოლო მშენებლობას ავსტრალიური კომპანია Leighton Holdings მართავდა. უჩვეულო დიზაინის გათვლილია 60 სართულზე, თუმცა სართულებს ძალიან მაღალი ჭერი აქვს და ამის გამო, სულ 27 სართულია. ანტილია გთავაზობთ არაბეთის ზღვისა და მუმბაის ქალაქის ულამაზეს ხედებს.

როგორც The Hindustan Times იუწყება, სახლის დიზაინი შთაგონებულია ლოტოსით. უძლებს 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას. მუკეშ ამბანის კოშკში 600 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც დღის ნებისმიერ საათს მორიგეობენ.

dxhnjurewjw-1633703308.jpg

shyssrj-1633703334.jpg

მომხიბლავი ციხე

ინტერიერის დიზაინი ლოტოსისა და მზის კონცეფციას ერწყმის. ოჯახი შენობის ზედა ექვს სართულზე ცხოვრობს. სახლს ასევე აქვს ადგილი სამი ვერტმფრენისთვის.

Architectural Digest India- ს თანახმად, კოშკს აქვს დიდი ტაძარი, სალონი, ნაყინის სალონი, სტუმრებისთვის განკუთვნილი ლუქსი და სტუმრებისათვის განკუთვნილი კერძო კინოთეატრი, სადაც შესაძლებელია 50 ადამიანის განთავსება. ამბანმა თავისი სახლის პირველი ექვსი სართული მიუძღვნა მანქანებს, სადაც ის თავის ექსკლუზიურ და პერსონალურ მაიბახს და ბენტლის აჩერებს. ექვსივე სართული აღჭურვილია 168 მანქანის ერთდროული პარკინგისთვის. შენობას ასევე აქვს მანქანის მომსახურება მეშვიდე სართულზე.

შენობას აქვს მაღალსიჩქარიანი ლიფტი. გარდა ამისა, სახლს აქვს სპა, საცურაო აუზი, ველნეს ცენტრი და გრანდიოზული სამეჯლისო დარბაზი.

gbdxjesjsj-1633703368.jpg

კულტურისა და თანამედროვე არქიტექტურის კომბინაცია

Antilla შექმნილია პასტელ ფერებში მთელ სახლში. სახლის ყველა კუთხეს აქვს მდიდრული დეტალები, დაწყებული ბროლით გაფორმებული ჭაღებიდან დამთავრებული ულტრა მდიდრული ცენტრალურ ნაწილებად. როგორც GQ India- მ აღნიშნავს, სახლი მორთულია ინდური კულტურის მოტივებით კრემისფერ და ყავისფერში.

მუმბაიის ნოტიო სიცხის დასაძლევად, ანტილიას აქვს უნიკალური თოვლის ოთახი, რომელიც წარმოქმნის ხელოვნურ ყინულს. ოთახში შეგიძლიათ შეცვალოთ ატმოსფერო. ოთახი დამზადებულია მთის სტილში და მთლიანად დალუქულია გაყინვის ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი