ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში ტურისტული სეზონი გრძელდება

დიდთოვლობისა და მწყობრიდან გამოსული საბაგიროს მიუხედავად, მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი გრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბაგიროს აღდგენამდე კურორტის ადმინისტრაცია მათ ტრანსპორტირების ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს - დამსვენებლები ზურულდზე თოვლის სატკეპნი მანქანებით აჰყავთ.

"მესტია რეზორტსის" დირექტორის მალხაზ უდესიანის განცხადებით, ხარვეზი ძაბვის ვარდნამ გამოიწვია, რეაბილიტაცია დაწყებულია და უახლოეს დღეებში საბაგირო აღდგება. რაც შეეხება გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის ზუგდიდი - ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი.