სად ყიდულობს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტს კასავას

პორტალმა Thistle-მა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემების შეგროვებითა და დამუშავებით მსოფლიოში ყველაზე მეტად წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის Top-10 შეადგინა.

სიაში მოხვედრილი ხილი და ბოსტნეული, ძირითადად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და სასურსათო მაღაზიების დახლებზე მთელი წლის განმავლობაში დევს.

მსოფლიოში ყველაზე მეტად წარმოებული და პოპულარული ხილ-ბოსტნეულის Top-10 ასე გამოიყურება:

  • კარტოფილი - გლობალური წარმოება 370 მილიონი ტონა;
  • კასავა - გლობალური წარმოება 304 მილიონი ტონა;
  • პომიდორი - გლობალური წარმოება 181 მილიონი ტონა;
  • ბანანი - გლობალური წარმოება 117 მილიონი ტონა;
  • საზამთრო - გლობალური წარმოება 100 მილიონი ტონა;
  • ხახვი (მშრალი) - გლობალურად წარმოება 100 მილიონი ტონა;
  • ტკბილი კარტოფილი - გლობალური წარმოება 91.8 მილიონი ტონა;
  • კიტრი - გლობალური წარმოება 87.8 მილიონი ტონა;
  • ვაშლი - გლობალური წარმოება 87.2 მილიონი ტონა;
  • ფორთოხალი - გლობალურად წარმოება 78.7 მილიონი ტონა.

„ბიზნესპრესნიუსი“ პერიოდულად წერს ხოლმე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის საქართველოში ესა თუ ის პროდუქტი. ამჯერად გთავაზობთ, მონაცემებს კასავას შესახებ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში ქვეყანაში კასავა მცირე რაოდენობით მხოლოდ ნიდერლანდიდან შემოვიდა. გარდა მიმდინარე, 2021 წლისა კასავას იმპორტი საქართველოში მხოლოდ 2016 და 2018 წელს არის განხორციელებული. აღნიშნულ წლებში, პროდუქტი საქართველოში ასევე მცირე რაოდენობით, შემოდიოდა შემდეგი ქვეყნებიდან - კოტ-დივუარიდან, ნიდერლანდიდან, ნიგერიადან და კამერუნიდან.

თაია არდოტელი