“ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება - ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ”

„სამწუხაროდ ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება,“- ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება.. როგორც არავის ახსოვს ქობულეთის ხანძარი, როგორც ბათუმის ხანძარი, როგორც ნაძალადევში და ნუცუბიძეზე მიშენებების ჩამონგრევა და კიდევ სხვა.

ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ! მემკვიდრეობით "გვერგო" კატასტროფულად ავარიული საცხოვრებელი ფონდი. 4 - 5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა.

ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ დასაწყებია ავარიულ შენობებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავება. ეს პრობლემა არ ასხვავებს ოპოზიციას და ხელისუფლებას.

ყველა დაინტერესებულ პირს, პროფესიონალს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსს გთავაზობთ, დღეს 15:00 სთ-ზე მობრძანდით, ჩვენს ოფისში: ანა პოლიტკოვსკაიას 3. N13 (ყოფილი ჯიქია),“-წერს როსტომაშვილი.