სინგაპურმა 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა

სინგაპურმა 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა, რომლებსაც სინგაპურში შესასვლელად ამიერიდან კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. Reuters-ის მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი და აშშ არიან.

როგორც ცნობილია, 8 ქვეყნის მოქალაქეებს სინგაპურში ჩასვლა 19 ოქტომბრიდან შეეძლებათ. ამისათვის მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

„ქვეყანა ცდილობს დაიბრუნოს საერთაშორისო საავიაციო ჰაბისა და პოპულარული ტურისტული მიმართულების სტატუსი. სინგაპური მალე პანდემიამდე არსებულ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება“- წერს გამოცემა.

Reuters-ის მიხედვით, ამ დროისთვის სინგაპურში მოსახლეობის 83% აცრილია. 5.4-მილიონიან ქვეყანაში დღეში საშუალოდ კორონავირუსის 3 000 შემთხვევა ფიქსირდება.