როდიდან ამუშავდება ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტი ამერიკაში - მილიარდერმა თარიღი უკვე დაასახელა

კომპანიების Tesla და Space X დამფუძნებელი ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტი Starlink ამერიკის მთელ ტერიტორიაზე უკვე ოქტომბრის ბოლოდან გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ თავად მილიარდერმა განაცხადა.

როგორც ირკვევა ამ თვეში ეწურება დრო სერვის Starlink-ის ბეტა-ვერსიის ტესტირებას, რომელიც უზურნველყოფს ინტერნეტზე ვწდომა თანამგზავრის საშუალებით და ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სერვისი ოქტომრბის ბოლოდან სრულად იქნება ხელმისაწვდომი ამერიკის მთელს ტერიტორიაზე. მასკმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა, ერთ-ერთი კითხვის პასუხად, რომელიც ბეტა-ვერსიის მუშაობის შეწყვეტის ვადებს შეეხებოდა.

ამასთან, მასკმა აქცენტირება მოახდინა იმ ფაქტზე, რომ პირველ ეტაპზე მოხდება მომხმარებელთა შეზღუდვა ერთ ტერიტორიაზე, თუმცა სამომავლოდ, მას შემდეგ რაც მოხდება თანამგზავრების დამატება, ეს შეზღუდვაც მოიხსნება.

აშშ Starlink-ის სრულფასოვანი გაშვებისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა, აქ ამ სისტემაში ჩასართავად ნახევარი მილიონი ადამიანია რიგში. თუმცა ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 13 სხვა ქვეყანაში.

კოკა კვირკველია