“მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება”

“მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება”, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

„ლარის განაკვეთების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და დეკემბერში საბაზო ეფექტის გამო მისი შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, ჩვენი აზრით, სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, სავალუტო შემოდინებების აღდგენასთან ერთად, დამატებით აძლიერებს ჩვენს არგუმენტებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაა მოსალოდნელი და შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება,“-აღნიშნულია „თიბისის“ ანგარიშში.

მათივე შეფასებით, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში. საკუთრივ, წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი, 12.3% შეადგინა, ხოლო თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა.

თაია არდოტელი