სოჭსა და სოხუმს შორის სამგზავრო კატამარანი იმოძრავებს

29-წლიანი პაუზის შემდეგ რუსები სოჭსა და სოხუმს შორის საზღვაო მგზავრობის აღდგენას აპირებენ. 10 ოქტომბერს ტურისტულმა ჩქაროსნულმა კატამარანმა, „გრიფონმა" ორ ქალაქს შორის სატესტო რეისი შეასრულა. ინფორმაციას ტელეარხი „ყუბან 24“ ავრცელებს.

საზღვაო რეისების კომპანია „ვოდოხოდ ექსპრესის“ ხელმძღვანელი, მიხაილ ანტოშინი აცხადებს, რომ 2022 წელს სოჭსა და სოხუმს შორის სამგზავრო მარშრუტი ამოქმედდება. კომპანია ყოველდღიურ რესისებს 1-ლი მაისიდან 1-ელ ოქტომბრამდე განახორციელებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს დაკარგულ საზღვაო კავშირს დავუბრუნებთ,” - ამბობს ანტოშინი.

მისი თქმით, კატამარანის გაშვება წელს იგეგმებოდა, მაგრამ რეისების განახლება პანდემიის გამო გადაიდო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ