საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით 40 019 500 დოლარით შემცირდა და 4.076 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ამასთან, შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვებიც. სებ-ის ინფორმაციით, თუ 2021 წლის აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 3.626 მლრდ დოლარი, სექტემბერში ის 3.590 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მაქსიმალური მოცულობის მაისში იყო და 4.153 მლრდ დოლარს შეადგენდა. სავალუტო რეზერვებიც ყველაზე მაღალი მაისში იყო - 3.945 მლრდ დოლარი.

თაია არდოტელი