Samsung Electronics-მა სმარტფონებით კინოს გადაღების კამპანია აამუშავა

Samsung Electronics-მა, რომელიც ელექტრონიკის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა, ცალკეულ კინომწარმოებელ კომპანიებთან Galaxy-ის სერიის სმარტფონებით ფილმის გადაღების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას აღნიშნულზე კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

იმისათვის, რომ უბიძგოს მომხმარებლებს შექმნან კინო Samsung-ის სმარტფონების გამოყენებით, კორპორაციამ სოც-ქსელებში წამოიწყო მასშტაბური კამპანია ჰეშთეგით "Filmed with Galaxy".

ამავე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კამპანიაში პირველი, ვინც ჩაერთო, იყო რეჟისორი ჯო რაითი. Pride & Prejudice ფილმის რეჟისორმა კომედიური ჟანრის ფილმის „პრინცესა და პეპერნოუსი“ ფილმის გადაღებაში გამოიყენა სმარტფონი Galaxy S21 Ultra 5G.

კამპანიაში ასევე მონაწილეობენ სხვა რეჟისორები, მათ შორის აზიაში სახელგანთქმული შა მო, რომელმაც ფილმი „სამოთხის შვილები“ გადაიღო სმარტფონით Galaxy S21 Ultra 5G.

Samsung Electronics-ის ინფორმაციით, რაითისა და შა მოს ფილმების პრემიერა პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

კოკა კვირკველია