ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე იაფი და ძვირი ღირს

ბოლო დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბენზინის ფასები იზრდება. GlobalPetrolPrices.com– ის მიხედვით, ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 1,20 დოლარია. თუმცა, ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში კონკრეტული გარემოებების გამო.

GlobalPetrolPrices.com–მა გამოაქვეყნა ქვეყნების სტატისტიკა, სადაც ბენზინი ყველაზე იაფი და ძვირი ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საქონელი და მომსახურება უფრო მაღალ ფასად იბეგრება, ბენზინი უფრო ძვირი ღირს. ნავთობით მდიდარ განვითარებად ქვეყნებში კი, ბენზინი შედარებით იაფია.

წარმოგიდგენთ 20 ქვეყანას, სადაც ერთი ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ღირს:

  • სან მარინო - 1.82 დოლარი
  • გერმანია და მაიოტა - 1.84 დოლარი
  • საფრანგეთი - 1.85 დოლარი
  • ლიხტენშტეინი - 1.86 აშშ დოლარი
  • დიდი ბრიტანეთი - 1.87 აშშ დოლარი
  • შვედეთი და პორტუგალია - 1.95 აშშ დოლარი
  • იტალია - 1.96 დოლარი
  • ბარბადოსი, ისლანდია და ფინეთი - 1.97 დოლარი
  • საბერძნეთი და მონაკო - 1.99 დოლარი
  • დანია - 2.02 დოლარი
  • ისრაელი - 2.03 დოლარი
  • ნორვეგია - 2.11 დოლარი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 2.14 დოლარი
  • ნიდერლანდები - 2.18 დოლარი
  • ჰონგ კონგი - 2.56 დოლარი

20 ქვეყანა, სადაც საწვავი ყველაზე იაფი ღირს:

  • ომანი - 0.61 დოლარი
  • კოლუმბია - 0.59 დოლარი
  • აზერბაიჯანი - 0.58 დოლარი
  • ეგვიპტე - 0.57 დოლარი
  • ყატარი - 0.56 დოლარი
  • ბოლივია -0.54 დოლარი
  • ბაჰრეინი და ჰაიტი - 0.53 დოლარი
  • ერაყი - 0.51 დოლარი
  • მალაიზია - 0.48 აშშ დოლარი
  • ეთიოპია და ყაზახეთი - 0.46 დოლარი
  • თურქმენეთი - 0.42 დოლარი
  • ნიგერია და ქუვეითი - 0.40 დოლარი
  • ალჟირი - 0.33 დოლარი
  • ანგოლა - 0.26 დოლარი
  • სირია - 0.23 დოლარი
  • ირანი - 0,06 დოლარი
  • ვენესუელა - 0.02 დოლარი

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი