„ახალგაზრდობის სააგენტომ“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიში წარადგინა

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეექვსე სხდომაზე, ახალგაზრდულ სფეროში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების მიმდინარეობის შესახებ საქმიანობის ანგარიში სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

„შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტო, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნასა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე მუშაობს.

ახალგაზრდობის სააგენტომ, სრულად შეასრულა წინა სხდომის დროს აღებული ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გავრცელება ახალგაზრდებში, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტებისა და სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში, ზოგადად კომპეტენციების განვითარებისა და მეწარმეობის უნარების განვითარების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.