კომპანია Microsoft-ი 30$-იან სმარტფონს უშვებს

კომპანია Microsoft-მა ორშაბათს, ახალი, ყველაზე იაფიანი სმარტფონის, Nokia 215-ის გამოშვება დააანონსა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული დაბალი მსყიდველობის მქონე რეგიონებში იქნება.

როგორც ცნობილი გახდა, ახალ სმარტფონზე დამონტაჟებული იქნება OS Nokia Series 30+, რაც ტელეფონს ჩვეულებრივი სმარტფონებისთვის დამახასიათებელი პროგრამების დაყენების საშუალებას მისცემს. ტელეფონს ერთი ან ორი სიმბარათის ერთდროული მოხმარების ფუნქციაც აქვს, მისი ეკრანის ზომა 2,4 დიუიმია, ხოლო უკანა კამერის პატამეტრები 0,3 მეგაპიქსელია. ტელეფონის აკუმულატორი მოწყობილობის 21 დღიან სამუშაო რეჟიმს უზრუნველყოფს. ბრაზილიური პორტალის, G1 Globo-ს თქმით, ახალ სმარტფონს არ აქვს Wi-Fi.

ნოკიას ყიდვას პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა შეძლებს. ტელეფონი შავ, თეთრ და მწვანე ფერებში იქნება გადაწყვეტილი. მისი ფასი ბრაზილიაში 30$, ინდოეთში 28$, ხოლო გერმანიაში 39 ევრო იქნება.