რუსულ ხორბალზე საექსპორტო ფასი ბოლო 9 წლის მაქსიმუმზეა

რუსულ საექსპორტო ხორბალზე ფასი ბოლო 9-წლიან მაქსიმუმზეა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია „სევკონი“ წერს, რომელიც სპეციალიზირებულია აგრარულ სექტორზე.

„რუსეთის ღრმაწყლოვან პორტებში პროტეინიან ხორბალზე ფასმა გასულ კვირას 6 დოლარით მოიმატა და 312 დოლარი შეადგინა ტონაზე. ეს არის რეკორდული ფასი 2012 წლის აგვისტოს შემდეგ. ზრდა განპირობებულია შიდა ბაზარზე მიწოდების შეზღუდვითა და რუბლის გამყარებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ჯამში ხორბლის ბაზარზე დაბალი აქტივობა შეიმჩნევა. ფერმერებმა მათი მოსავლის ნაწილი უკვე გაყიდეს, რათა გამოათავისუფლონ საცავები ახალი მოსავლისთვის, ნაწილმა კი მარაგები გააკეთა. ამ მომენტისთვის რუსეთში გვიანი მოსავლის აღება მიმდინარეობს, შესაბამისად, „სევკონის“ ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთში ხორბლის ბაზარზე სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება.

კოკა კვირკველია